”პირველადი დამკვეთი კადიროვია, კადიროვის დამკვეთი კი პუტინი”- ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიას პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან უკრაინიდან მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, ამასთან, სუს-იდან იდან მიღებული ინფორმაციაც გაუზიარა მოსამართლეს, რომელიც ამტკიცებს, რომ დაგეგმილი მკვლელობის კვალი ვლადიმირ პუტინისკენ მიდის.
“ძალიან უსიამოვნოდ გამოვედი, რაღაცნაირი ხმით იჯდა ბოკოვი.. აი, ასე წარმომიდგენია ქილერი.არა მაქვს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით,. ეს კაცი შეკვეთილი მკვლელია თუ არა – დარწმუნებული ვარ ამაში. შემკვეთი არის ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი, მაგრამ სუსს აქვს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, რომ კვალი ადის პუტინამდე და აღარ იცის, რა ქნას. სუსში ზუსტად იციან, რომ კადიროვი არის პირველადი დამკვეთი, მაგრამ აქვთ ინფორმაცია, აქვთ ჩვენებები, რომ კადიროვის დამკვეთი არის თავად პუტინი, – თქვა ნიკა გვარამიამ პროცესის დასრულების შემდეგ.