“პირველად არ ხდება, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ავტორიტარული რეჟიმების კეთილგანწყობა მოიპოვეს და ევროკავშირში როგორც რუსეთის მარიონეტებმა იმოქმედეს. ახლა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის სოლიდარობის ფართო კოალიცია გვჭირდება. მოქმედების დროა!”

ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ინფორმაციას უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობას “ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ ევროკავშირის დონეზე სანქციების შემოღებაზე.