ქართული წყვილი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება მოახერხა.
ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ასეთ დიდ ტურნირში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ სპორტულ წყვილებში ლიდერობდნენ. მეტელკინამ და ბერულავამ მოკლე პროგრამაში 71.30 ქულა მიიღეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ბოლო დღეს თავისუფალი პროგრამის დროს ყინულზე ბოლო ნომრად მთავარი ფავორიტების რანგში გავიდნენ თუმცა ბოლო გამოსვლაში შეცდომები დაუშვეს. მათ 2 კომპონენტი ჩაუვარდათ და მსაჯებისგან მხოლოდ 124.84 ქულა მიიღეს, ჯამური ქულებით კი ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავეს.
ნახეთ წყვილის ბოლო გამოსვლა: