“1 მილიონ მოსახლეზე დაავადებულთა რიცხვი – 218 ათასი (მე-5 ადგილი პლანეტაზე), რამდენიმე ჯუჯა სახელწიფოა მხოლოდ ჩვენს წინ.
1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რიცხვი – 3119 (მე-8 ადგილი პლანეტაზე).
ისეთი პირი უჩანს, მალე ვიქნებით ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ბუნებრივად გადატანილი იმუნიტეტის მქონე ადამიანი იქნება, სამწუხაროდ, ჯოგური იმუნიტეტის საკითხი დიდი კითხვის ქვეშაა, თორემ პირველები დავასრულებდით პანდემიას მსოფლიოში, ამაშიც არ გაგვიმართლა”
წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე.