პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს პუტინისტურმა ჯგუფებმა გუშინ თვალები დაუზიანეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ინფორმაციით, ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი თვალებში გარკვეული ქიმიური ნივთიერება შეასხეს.
ის კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობს და დამატებითი გამოკვლებები უტარდება.
https://www.facebook.com/levannkartvelishvili/posts/4687266841287733
ამ დრომდე კლინიკაში რჩება ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი 6 ჟურნალისტი. გუშინ მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს. დაკავებულია მხოლოდ 9 პირი ადმინისტრაციული წესით.