საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას – პატიმრობას მოითხოვდა. პროკურატურა მაღრაძის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს ჩაინიშნა.