პირველი არხის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. მას ბრალად ედება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ძალადობა და ძალადობის მუქარა, დევნა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა.
საქმე ეხება 5 ივლისს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ცემის ფაქტს, რომელსაც თვალები დაუზიანეს.