საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ტელევიზია ავრცელებს.
“საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შემოვიდა ზარი ბომბის არსებობის შესახებ. ამის გამო, საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ”, – ნათქვამია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.