პირველი დეკემბრიდან რესტორნებს 23:00 საათის შემდეგ მუშაობის უფლება ექნებათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება და ისინი 23:00 საათის შემდეგაც იმუშავებენ.

“ისინი შეძლებ იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.

გარდა ამისა, პირველი დეკემბრიდან რესტორნებში შესვლა მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელი.