პირველი ექსპერიმენტული სკოლის თანამშრომლები დირექტორს ძალადობაში ადანაშაულებენ

თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების სამინისტროს ღია წერილით მიმართავენ და სკოლის დირექტორს ძალადობაში ადანაშაულებენ. სკოლის თანამშრომლები წერენ, რომ დირექტორმა გიორგი შავლაძემ სკოლაში თანამშრომლების დევნის, მუქარის, არაეთიკურობის, მიყურადების ატმოსფერო დაამკვიდრა, გამოხატავს აგრესიას თანამშრომლების მიმართ და სკოლის დამლაგებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ღია წერილი სკოლის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა:
“ღია წერილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს პირველი ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებლებისგან
ბატონო მიხეილ,
▪️ პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მასწავლებლები მოგმართავთ თხოვნით, გაეცნოთ ჩვენს პრობლემებს და მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა სკოლამ ჯანსაღ გარემოში შეძლოს სასწავლო პროცესის განახლება. ძალიან რთულია სკოლის თანამშრომლებისთვის ასეთ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი, თუმცა სხვა გამოსავალი აღარ დაგვრჩა.
▪️ მოგახსენებთ, რომ 2019 წლიდან გიორგი შავლაძე გახლავთ პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორი (მის სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებულ უსიამოვნო ისტორიებზე ჩვენ აღარ შევჩერდებით). სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ჩვენს სკოლაში მუქარის, არაეთიკურობის, თანამშრომლების დევნის, არაკომპეტენტურობის, ჩაწერებისა და მიყურადების დაუსრულებელი ჯაჭვი. აღნიშნულ პიროვნებას არ გააჩნია უნარები, ღირსეულად მართოს სკოლა, არათუ სკოლა, გიორგი შავლაძეს არ შეუძლია საკუთარი თავის მართვა და ხშირად არღვევს როგორც დირექტორის, ასევე ადამიანური ეთიკის ნორმებს. მან არაერთხელ დაკარგა წონასწორობა და გამოხატა აგრესია თანამშრომლის მიმართ. როგორც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, მისი ბოლო კონფლიქტი დამლაგებლის ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა (როგორც ვიცით, თქვენ მიერ მიმდინარეობს ამ საქმის მოკვლევა).
▪️ მას არ გააჩნია არანაირი საკომუნიკაციო უნარები, გარდა მუქარისა და ლიქვნისა, არ შეუძლია თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა, ყოველთვის ითხოვს, ისაუბროს ერთ ადამიანთან პირისპირ, კარგად დახურულ კარს მიღმა. მის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს „კომპრომატების შეგროვება“, რასაც თავადვე ხშირად აღნიშნავს, მუდმივად ორიენტირებულილა თანამშროლებს შორის შუღლის გაღვივებაზე.
▪️ სკოლის თანამშრომლები არაერთგზის ეცადნენ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, თუმცა ამაოდ, იგი მუდმივად იმუქრება გავლენიანი ნაცნობებით – „პატრონით“.
▪️ ახლა, როცა მთელ ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, მან სამსახურიდან გაათავისუფლა ბიულეტენზე (საავადმყოფო ფურცელი) მყოფი თანამშორომელი.
ამ ფაქტს საფუძვლად დაუდო კოვიდრეგულაციების დარღვევა. ამ დროს კი სახელმწიფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით კოვიდრეგულაციების დარღვევისას დაფიქსირებული გადაცდომები ამნისტიას დაუქვემდებარა.
▪️ სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დარწმუნებულია, რომ დირექტორის ქმედება არის ადამიანის მიზანმიმართულად დევნა, რაც დაიწყო მისი მოსვლის პერიოდიდან და დღემდე გრძელდება. სკოლის თანამშრომლებს არ ახსოვთ მსგავსი ქმედებები და ასეთი არასტაბილური სამუშაო გარემო. ჩვენი სკოლის პედაგოგთა და თანამშრომელთა მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო და არის ადამიანური რესურსის დაფასება, შენარჩუნება და მათი საქმიანობის დადებითი მიმართულებით წარმართვა, რაც ჩვენი სკოლის მუშაობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს და ასეც გვინდა, დარჩეს მომავალში.
▪️ გთხოვთ, გულისხმიერებით მოეკიდოთ ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს და დაგვეხმაროთ, სკოლას დავუბრუნოთ ჯანსაღი და სტაბილური სამუშაო გარემო.“– ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 70 ადამიანი აწერს:
ნ.ნატროშვილი
ხ.მწითურიძე
მ.რუსიძე
თ.აფხაზავა
ვ.ყუფარაძე
ნ.ქირია
ნ.ფილიშვილი
ლ.კორკოტაძე
მ.დიდიშვილი
ე.ცინცაძე
ნ.თედორაძე
ი.ბათიაშვილი
ი.ჩადუნელი
ი.მიქაშავიძე
ლ.გუმბერიძე
ნ.ცირეკიძე
თ.ხუნწარია
თ.ვარლამიშვილი
ი.მაღალაშვილი
მ.ახოიშვილი
ი.ბერულავა
ს.პაიჭაძე
ნ.ქემაშვილი
თ.გიორგაძე
ნ.გაჩეჩილაძე
ხ.გიგუაშვილი
მ.ამონაშვილი
ც.გოგუაძე
მ.იმნაძე
თ.ძულიაშვილი
ნ.კალანდარიშვილი
დ.დვალი
ნ.ღოღობერიძე
ლ.მინდელი
თ.მიმინოშვილი
მ.გაბუნია
ნ.ბისეიშვილი
მ.ჯახაია
ლ.გოდერძიშვილი
ქ.სიხარულიძე
ნ.ცერცვაძე
შ.გინტური
ქ.კიკვაძე
ბ.ოთარაშვილი
ნ.ქოქოევა
მ.ბრეგვაძე
დ.აფხაძე
გ.ჯახაია
ჯ.მერკვილაძე
მ.გუნია
თ.ლოთიკაშვილი
ლ.როსტიაშვილი
თ.რუხაია
ნ.რუხაია-გაბოძე
ნ.გიორგაძე
თ.სიმონიშვილი
ნ.ხარაზიშვილი
ლ.გოზალიშვილი
ნ.ხონელიძე
ნ.გელაშვილი
ც.ნადირაშვილი
ლ.კვინიხიძე
ლ.გრიგალაშვილი
დ.ჩიტაძე
რ.იაშვილი
ე.ჭელიძე
ქ.სახაროვა
ი.ზაქაიძე
ნ.ზვერიაშვილი
ნ.ძულიაშვილი