დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ 1 თებერვლიდან სავაჭრო სექტორი გაიხსნება.
“პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო. [ეს გადაწყვეტილება] არ შეიცვლება. მთავრობა იძულებულია რაღაც შეზღუდვები დააწესოს, როცა არ ვიცავთ რაღაც წესებს, ან ბიზნესი არ იცავს წესებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა. ბიზნესი არის პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში”,– ამბობს იმნაძე ფორმულასთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, “ბჭობა მიდის” საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზეც, თუმცა იქ დისტანციის დაცვა შეუძლებელია.