1-ლი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ამის საშუალებას იძლევა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.
„დღეს ჩვენ დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა, საკარანტინო ზონებიდან. ეს ადასტურებს რომ საკარატინო ზონები იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.