პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები მუშაობას შეძლებენ

1-ლი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ამის საშუალებას იძლევა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

„დღეს ჩვენ დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა, საკარანტინო ზონებიდან. ეს ადასტურებს რომ საკარატინო ზონები იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.