პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა კოვიდთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემის ახალი პროტოკოლი შინ მოვლის შესახებ უახლეს დღეებში დაიდება და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სწორედ ამ პროტოკოლით იმკურნალებენ. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიისას მთავარია პანიკას არ ავყვეთ:
“ეპიდემია და პანდემია არ დაწყებულა დღეს და არ დამთავრდება დღეს. რაც გაჩნდა სამყარო სულ არსებობდა მიკრო და მაკრო ორგანიზმებს შორის ბრძოლა და ამ დაავადებებთან ბრძოლაში ყოველთვის იმარჯვებდა ადამიანი. პირველი მტერი პანდემიასთან ბრძოლაში არის პანიკა. ამიტომ რაც უნდა მოვხსნათ ყველამ, თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს არის პანიკა და შიში. სულ ვიძახდი რომ ინფექცია როცა ვრცელდება, გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა. მაგრამ საბედნიეროდ ინფექციის გავრცელება არ ნიშნავს იმას, რომ ვართ დაავადებული. და თუ ვართ ინფიცირებული არ ნიშნავს რომ ჩვენ გვჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ ყველამ. დაუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც ჭირდება მკურნალობა. დანარჩენი ადამიანები, ვინც არიან ინფიცირებული და თუნდაც მცირე სიმპტომი აქვთ გამოხატული, ასეთი ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი,რის საფუძველზეც ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით დროულად მკურნალობას, რაც მოწოდებულია არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოს მთელ რიგ წამყვან ქვეყნებში. მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ, რომ ვისაც ჭირდება ჰოსპიტალური დახმარება დამერწმუნეთ, მიიღებს ახალი პროტოკოლით, რომელიც დაიდება ამ დღეებში.
დამისვამთ კითხვას, რამდენჯერ უნდა განახლდეს. იმდენჯერ განახლდება, რამდენჯერაც საჭიროა.
ახალი კორონავირუსის ბიოაქტივობას მთელი მედიცინა და ბიოლოგია სწავლობს რვა თვეა.ბევრი რამეა ნაცნობი, ბევრი რამეა უცნობი, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას პულსზე უდევს ხელი იმ თანამედროვე მედიცინაზე, რასაც კორონავირუსან ბრძოლა ქვია.
მედიცინა არის ინდიავიდუალური და სიმპტომური. აქედან გამომდინარე ოჯახის ექიმს უდევს ძირითად პროტოკოლი, რის საფუძველზეც უწევს სამედიცინო მომსახურებას იმ ადამიანს, რომელსაც ჭირდება. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: პანიკა ამ დაავადებას არ ჭირდება, შიში აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ, რომ ჩვენ და თქვენ ერთად გადავრჩეთ.
როდესაც გაჩნდა ახალი კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში მხოლოდ და მხოლოდ ვიცოდით, რომ ეს იყო კორონავირუსის ერთერთი სახეობა, მისი ბიოლოგიური აქტივობა არ ვიცოდით. არც ვიცოდით როგორ ჩაგვეცვა, როგორ გვემკურნალა და ა.შ. ათთვიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა ვინ უნდა დავაწვინოთ საავადმყოფოში, ვის როგორ ვუმკურნალოთ, ვინ როგორ გავწეროთ სახლში და პირადად ჩვენი თავი როგორ დავიცვათ“- ამბობს ლევან რატიანი.