“ღამის კურიერის” ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება ძალადობრივი შემთხვევებით იყო სავსე:
“ჩემთვის ძალიან ახლობელი თემა არის, ჩემი პირველი ქორწინება როდესაც ვიყავი 17 წლის იყო ძალადობით აღსავსე. პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, მეც ცოტა ვურტყამდი. დახმარება მაშინ ვისთან უნდა მეთხოვა, მრცხვენოდა მეთქვა ჩემი ოჯახისთვის. 1984 წელია, მომდევს ეს მოძალადე რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში და ქალს ვეხვეწები რომ შემიშვით, ვაკაკუნებ და იმ ქალმა კარი არ გამიღო… ფილმში “ფესვები” ის რატოა ღამის სცენა? იმიტომ რომ ღამით ჩუმად გავიპარე რომ ფილმში გადამეღო და როდესაც ამის შესახებ გაიგო, რომ ფილმში ვითამაშე, ერთი მაგარი მჟეჟა. მე გამოვიქეცი, მაგრამ ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე მანიპულატორია და გაცოდებს თავს,” – განაცხადა ია ფარულავამ.