გამომძიებელი, რომელმაც შსს პროტესტის ნიშნად დატოვა, ადასტურებს, რომ უწყება მანამდეც დაუტოვებიათ პოლიციელებს, თუმცა პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ.
მისი თქმით, წუხელ რიონის ხეობის მცველებთან ერთად პირველი ღამე გაატარა.
“პირველი ღამე იყო გუმათში, რომელიც გავატარე არაჩვეულებრივ პიროვნებებთან ერთად, ერთმანეთთან სამშობლოს სიყვარულით დაკავშირებულ ადამიანებთან”,– ამბობს ზურაბ ხმელიძე.
დღეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ძალოვანი სტრუქტურები 10-მდე ადამიანმა დატოვა.