ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ოპოზიციის ერთგულნი დარჩნენ.
მისი თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.
,, “ევროპული საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში, თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ოღონდ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის, მზად ვართ, შევიკრობოთ და უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც. ჩვენ ამის მზადყოფნას ვადასტურებთ”, – განაცხადა ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე.
მისმა თანაგუნდელმა გიგა ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის.