პირი, რომელიც მნიშვნელოვანი საარჩევნო დარღვევის შესახებ ინოფრმაციას მოგვაწვდის მიიღებს 1000 ლარს – “მთავარი არხი”

ხვალ 30 ოქტომბერს “მთავარი არხი ” 1000 ლარს გადასცემს ყველა იმ პირს, რომელიც ტელეკომპანიას მნიშვნელოვან საარჩევნო დარღვევის შესახებ ინფორმაციას დამადასტურებელ ვიდეო მტკიცებულებით მიაწვდის. ამის შესახებ განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამკამ გააკეთა.

“მთავარი არხი აცხადებს: ხვალ, ნებისმიერი პირი, რომელიც მოგვაწვდის ინფორმაციას მნიშვნელოვანი საარჩევნო დარღვევის შესახებ და დამადასტურებელ ვიდეო მტკიცებულებას, მთავარი არხისგან მიიღებს ათას ლარს.

ინფორმაცია მოგვაწოდეთ ჩვენი ფბ პეიჯის ინბოქსში.

https://www.facebook.com/TvMtavari

ჩაერთეთ გაყალბების კონტროლში! ” – წერს ნიკა გვარამია.