პირი, რომელმაც წეროვანში 3 ადამიანი დაჭრა, დააკავეს

პირი, რომელმაც 15 დეკემბერს წეროვანში სამი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია.  აღნიშნულ ინფრმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სოფელ წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 1990 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.