პირმა, რომელმაც სუს-იდან ფარული მასალები გამოიტანა, თავი მოიკლა – “მთავარი”

მთავარი არხის ინფორმაციით, პირმა, რომელმაც სუს-დან ფარული მასალები გამოიტანა და გაასაჯარoვა, 8 ივლისს თავი მოიკლა.

ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული პიროვნება აკაკი ნემსაძეა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ეპისკოპოსების მოსმენებს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებზე, კავშირებზე, იერარქიაზე და ა.შ.