“პირობას გაძლევთ, მათე დევიძე არ იჯდება 4 წელი და 6 თვე და ის მალე გამოვა გარეთ, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც დღეს ხდებოდა, მათ შორის ისტერიკაც იმაზე, რომ ნუ გვლანძღავთ – არის რეჟიმის სისუსტის გამოვლინება.”

ასე გამოეხმაურა “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი 21 წლის მათე დევიძისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას.