“პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი პიკეტირების მცდელობით ვნახეთ “- ამის შესახებ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია, პარლამენტის პიკეტირებით ოპოზიცია მოლაპარაკებების პირობებს არღვევს.
“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ყველა მხარეს შარლ მიშელი არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ფორმატში უნდა გადასულიყო და დღეს ჩვენ ამის საპასუხოდ და ამის საპირისპიროდ ვნახეთ, მათი უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება. ანუ, პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი, ეს მოლაპარაკებების პოზიტიურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.