ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთოებებისთვის – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.
“რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის განხორციელება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა. სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში მხოლოდ ადასტურებს აუცილებლობას, გქონდეთ მეტი დრო რომ გაიგოთ როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა,” – წერს პიტერ სტანო.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა საქარველოში, კარლ ჰარცელმა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობაში მხოლოდ უარყოფითი როლი ითამაშა.