უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში სტამბოლში მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვდება.
“რა თქმა უნდა არა [პუტინის გარდა ვინმე სხვა წარმომადგენელს თუ შეხვდება]. ეს ხომ ფორმატი არ არის. პრეზიდენტი ვერ შეხვდება… ჩვენ ხომ ხვდებით რუსეთში ხელისუფლების კონსტრუქცია როგორია. გასაგებია, რომ ადამიანები მინისტრების ფორმალური სტატუსით არ აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება მიიღონ ესე თუ ისე გადაწყვეტილებები. ომის გაგრძელების თუ შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ პუტინს შეუძლია, რომ მიიღოს” , – თქვა პოდოლიაკმა.
ზელენსკიმ პუტინი 15 მაისს თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია — ეს იქნება მათი პირველი პირისპირი შეხვედრა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თუ კრემლი დასტურს განაცხადებს.