უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ფედერაციაში მობილიზებას მოსკოვის მიერ ქვეყნის ეთნიკურ წმენდას უწოდებს. ამის შესახებ პოდოლიაკი რუსულად Twitter-ზე წერს.
„არაპროპორციული მასობრივი იძულებითი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციის ეროვნულ რესპუბლიკებში – ბურიატიაში, იაკუტიაში – ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის რეალური ეთნიკური წმენდა მოსკოვის მხრიდან. დროა, რუსეთის ფედერაციის ხალხმა გაიხსენოს თავისი ეროვნული ღირსება და არ გაგზავნონ შვილები სხვის ომში რათა დაიხოცნონ“, – წერს პოდოლიაკი.
Disproportionate mass forced conscription in national republics of ?? – Buryatia and Yakutia – is a real ethnic cleansing of local population from the Moscow. Time for RF ethnic groups to remember their national dignity and not send their children to die in someone else’s war.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) September 23, 2022