უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს “არასაკმარისს” უწოდებს და ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
“რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არასაკმარისია. იმისთვის რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალოს და უკრაინელების მკვლელობა შეწყდეს, საჭიროა ან პირდაპირი ემბარგო ყველა რუსულ ენერგორესურსზე ან ირიბი ემბარგო რუსული საქონლისთვის პორტების ჩაკეტვით (ნავთობის 85% ტანკერებშია). ან გვითხარით, რომ უკანასკნელ უკრაინელამდე ვიომოთ.” – წერს პოდოლიაკი.
Санкцій проти РФ недостатньо. Щоб обвалити економіку Росії та припинити вбивства українців, необхідне або пряме ембарго на всі ?? енергоресурси, або непряме ембарго через закриття портів для ?? товарів (85% нафти – танкери). Або скажіть нам: «Воюйте до останнього українця».
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 2, 2022