უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მკაცრად უპასუხოს უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობას, გაზარდოს უკრაინის იარაღით დახმარება და ასევე ახალი ეკონომიკური სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ.
“კრემლი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის თანამედროვე ტანკებისა და ATACMS-ების მიწოდებას? დროა ეს გადმოგვცეთ”, – აცხადებს ის.
მანამდე პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმი ვერ შეაჩერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეს “Z-აუდიტორიისთვის დამამშვიდებელია”.