უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა არხ 24-თან ინტერვიუში დაასახელა უკრაინული ძალების მომავალი კონტრშეტევის ოთხი ძირითადი კომპონენტი რუსეთის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
პირველი კომპონენტი – უნდა გაგრძელდეს იარაღისა და აღჭურვილობის დაგროვება კონტრშეტევისთვის.
მეორე – უკრაინელი სამხედროების ინტენსიური მომზადება და ამ ოპერაციაში მონაწილეობის კოორდინაცია.
მესამე – გენერალური შტაბის მიერ მომავალი კონტრშეტევის დაგეგმვის გაგრძელება ყველა შესაძლო ფაქტორის გათვალისწინებით.
მეოთხე – საინფორმაციო კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს რუსული არმიის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
მისი თქმით, კონტრშეტევა დაიწყება „როცა ყველაფერი ერთ ფაზლში აეწყობა“.