54 წლის პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. მას სიმსივნის დიაგნოზი 2021 წლის მარტში დაუსვეს.
ზურაბ რთველიაშვილი 1967 წელს, ყაზახეთში, ქალაქ ყარაგანდაში, დაიბადა. 1990-იან წლებში აქტიურად მართავდა პოეტურ პერფორმანსებს.
2018 წლის “საბას” დაჯილდოებაზე მისმა პოეტურმა კრებულმა “პოეზიის დიქტატურა” წლის საუკეთესო პოეტური კრებულის კატეგორიაში გაიმარჯვა.
მან 2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. გასულ წელს კი საქართველოში დაბრუნდა .