პოეტ ზვიად რატიანს თავს დაესხნენ

პოეტ ზვიად რატიანს თავს დაესხნენ.  მისი გადმოცემით, რამდენიმე ადამიანის სახლის სადარბაზოსთან დაესხა თავს, როდესაც აქციაზე წასვლას აპირებდა.

“სადარბაზოდან გამოვედი და ფეხი უკნიდან დამიდეს… შეიძლება ვერ შევამჩნიე, მაგრამ, მგონი, ოთხნი იყვნენ. ფეხი დამიდეს, წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ.[…] აღარ ვიცი, ამისთვის მადლობა გადავუხადო, თუ რა ვქნა, მაგრამ არა, არაფერს იძახდნენ. წამაქციეს, ცოტა დამარტყეს, მაგრამ მე აღარ ვიცი, ორი კვირის დაძველებით, ძველი ტრავმები, ახლები, ერთი რაც არის, ხელზეა და შარვალი დამესვარა, ახალი ლაქები აქვს”.