“პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, მიდის ტოტალური შეტევა თავისუფლებაზე”- ასე ეხმაურება, პოლიტიკოსი გიგი უგულავა, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესს. ნიკა გვარამის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.
“პოზიტიური მოლოდინები მე არ მაქვს, იმიტომ, რომ ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ხელწერა ისიც კი არ არის, რომ მოდი ახლა დამოუკიდებელი სასამართლობანა ვითამაშოთ, ახლა ვუთხრათ სასამართლოს, რომ არ დაიჭიროს და ამით, თქვან, აი, ხომ ხედავთ დამოუკიდებელია სასამართლო. არ დაიჯეროთ, იმიტომ, რომ ესენი ამ გზას არ ადგანან. სასამართლო არის ჩვეულებრივი ცერბერი, ის აკეთებს იმას, რაც უნდა. ვხედავთ ამ პოლიტიკურ საქმეებს, უამრავ აქტივისტს, ასიათასობით ლარია უკვე პატარა ბიჭებზე გამოწერილი, ესეც ჩვეულებრივი დრაკონული საქმეა და კანონიც შეცვალეს იმისათვის, რომ ეს ხალხი დევნონ. ანუ, მიდის ტოტალური შეტევა თავისუფლებაზე, რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა, შეინარჩუნოს ძალაუფლება. ივანიშვილისნაირი ტიპის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნება ხდება მხოლოდ ასე, დარბევით, დაშინებით, მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით ამას ვერ აპრავებს. უნდა გვესმოდეს, თუ კარს ვუკეტავთ ევროპას, გაიღება რუსეთის კარი და დღეს უკვე ნახევარ გზაზე ვართ ამის. ამიტომ, ეს პროცესი, ისევე როგორც სხვა სასამართლო პროცესები, საბოლოო ჯამში არის ერთი – ქვეყანა წავა იმ მიმართულებით, რისთვისაც ვიბრძოდით 30 წელი, თუ ისევ უკან მოგვატრიალებს უკუნეთში”, – თქვა გიგი უგულავამ.