პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო პოლიციელების კორდონის გავლით დატოვეს.

აქტივისტებმა ისინი საქართველოს ჰიმნის და “პუტინ ხუილო” – შეძახილების ფონზე გააცილეს.

ისინი ამბობენ, რომ იციან პოზნერის ხვალინდელი დღის განრიგიც და მას “არ შეარგებენ”.

რუსი პროპაგანდისტი საქართველოში 50–მდე მეგობართან ერთად დაბადების დღის ასაღნიშნად ჩამოვიდა. ისინი რესტორან “ვინოტელში” ქეიფობდნენ, რისი გაგრძელების საშუალებაც აქტივისტებმა არ მისცეს. მათ ჯერ ელექტროენერგია გაუთიშეს, შემდეგ კი ინსპექციამ როგოროც სასტუმროს სტუმრები, ისე სასტუმრო, დააჯარიმა.