პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტია ევროპულ საქართველოს აფასებს და ამბობს, რომ მან “ანტიმიშას და ანტიბიძინას” ელექტორალური სექტორი ვერ აითვისა, რადგან “ანტი-მიშასთვის ის იგივე მიშაა, ანტი-ბიძინასთვის კი ბიძინა.”
“უკვე რამდენი ხანია ვაკვირდები ევროპული საქართველოს “სიზიფეს შრომას” ანტიმიშას და ანტიბიძინას ელექტორალური სეგმენტების ერთიანად დასაკავებლად. სინამდვილეში, ანტი-მიშასთვის ის იგივე მიშაა, ანტი-ბიძინასთვის კი ბიძინა. ეს პარტია ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკის ღამურად, რომელიც “არც მიწისაა, არც ცისა…”, მიუხედავად იმისა, რომ ფრთებიც აქვს და ოთხივე თათიც…
P.S. მგონი, უგულავა ერთადერთია, ვინც ამას ხვდება”,– წერს გია ხუხაშვილი.