“პოლიტიკოსებს თმენის ვალდებულება აქვთ, ეს ძალადობის წახალისებაა”- ასე ეხმაურება ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აშშ-ს საელჩოს ეზოში მომხდარ ინციდენტს სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დირექტორს, ვატო წერეთელს ფიზიკურად გაუსწორდა.
”იქ ვიყავი, თუმცა ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია აბსოლუტურად. როგორც არც უნდა იყოს, სიტუაცია ვერ მოგვარდება შეურაცხყოფით, ვერ მოგვარდება ძალადობით, და ეს არის ის შეტყობინება, რომელიც გადაეცემა საზოგადოებას და შემდგომ აუცილებლად გავრცელდება სხვადასხვა სიტუაციებშიც საკმაოდ ნეგატიურად. ეს ფაქტობრივად არის ძალადობის და ურთიერთსიძულვილის წახალისება. იმედი მაქვს, რომ ეს განიხილება ყველა პარტიის ჩართულობით და დამნაშავე მხარე ბოდიშს მოიხდის. ან ორივე მხარე, მე არ ვიცი საიდან წამოვიდა პროვოკაცია. მაგრამ პოლიტიკოსებს ნამდვილად აქვთ თმენის ვალდებულება” – განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში.