პოლიტიკოსი არაა და პოლიტპატიმარი როგორაა, არ ვიცი – დავითულიანი გიორგი რურუაზე

“პოლიტიკოსი არაა და პოლიტპატიმარი როგორაა, არ ვიცი “- ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა ბექა დავითულიანმა POSTV – ის ეთერში განაცხადა.

“პატიმრების გამოშვება, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებს ეძახიან და როგორ არიან პოლიტპატიმრები, მე არ ვიცი. ერთი მხარეა ნიკა მელია, რომელიც გირაოს იხდის და 10-ათასევროიანი პოლიტპატიმარი მე არ მინახავს და გადაიხდის თუ არა, გამოვა. ასეთია შეთანხმება და როგორაა პოლიტპატიმარი? მეორე ესაა რურუას საკითხი, გიორგისი. გიორგი რურუა პოლიტიკოსი არაა და როგორაა პოლიტპატიმარი, არ ვიცი. ვითომ მთავარი არხის მეწილე და მთავარ არხზეც, როგორც ვიცი 2500 ლარით არის მეწილე და როგორ არის პოლიტპატიმარი? აქედან გამომდინარე პოლიტპატიმრების გამოშვების საკითხი არ დგას, დგას პატიმრების საკითხი.”- ამბობს დავითულიანი.