“ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ძალადობა არის მიუღებელი. ორმაგი სტანდარტია, თქვენ რეალურად არ გაინტერესებთ ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა, პირიქით, მცდელობა გაქვთ, რომ წაახალისოთ ეს ყველაფერი. იგივე ჩემი კოლეგების, პარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები თქვენი ტელევიზიის საშუალებით და გამოყენებით, ესეც ძალადობაა. როდესაც შენ ტელევიზიას იყენებ ამგვარი ქმედებებისთვის და ხარ ჟურნალისტი, ხარ კონკრეტული ტელევიზიის დამფუძნებელი, ეს არის ძალიან მძიმე და პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ თქვენ ძალადობაზე, ეს არის პასუხი იმ ძალადობაზე, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის თავდაცვა იმ ძალადობისგან, რასაც თქვენ კადრულობთ”,

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მათ მცდელობა აქვთ წაახალისონ ძალადობა.