პოლიტიკოსობა გათავისუფლების მიზეზი არაა – ღარიბაშვილი პოლიტპატიმრებზე

“პოლიტიკოსობა გათავისუფლების მიზეზი არაა “- პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიტიკოსობა მიზეზი არაა, რომ ვინმე პატიმრობიდან გაათავისუფლონ.ამის შესახებ, ღარიბაშვილმა, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით 6-ე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

​რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას. პოლიტიკოსობა მიზეზი არაა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ესაა სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაათავისუფლოს, – თქვა ღარიბაშვილმა.