1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებსაც უშვებენ ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში. ვნახეთ ბოლო ფაქტი, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის, ადამიანისგან, რომელიც სტუდენტიც კი არ არის. პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის კოორდინირებით ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. […] ამ გარემოებაში ცდილობს, რომ გვამყოფოს ჩვენ ოპოზიციამ და სწორედ ეს სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილზე იმ სტუდენტებზე საუბრისას, რომლებიც ქართული ოცნების ლიდერებს ლექციებზე საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.