საზოგადოება ხედავს თუ როგორი უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ. ბატონი ლილუაშვილის დაკავება სწორედ ამაზე მეტყველებს, ვინაიდან ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება.

რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დარტყმა ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ჩვენი საზოგადოების წინაშე, ქვეყნის წინაშე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება წარსული იქნება, აწმყო თუ მომავალი აუცილებლად ყველაფერზე მოვახდინოთ რეაგირება.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე.