“ჩვენი პოლიტიკური ელიტის რიტორიკა დიდ შერიგებაზე, წმინდა წყლის ფარისევლობაა.
რეალური შერიგება ოთხი ეტაპისგან შედგება – დანაშაულის იდენტიფიცირება, აღიარება, მონანიება, ამნისტირება.
ჩვენი პოლიტიკური ელიტა პირველ ეტაპზეა გაჭედილი ორმხრივად და ხელს ერთმანეთისკენ იშვერს. ორივეს აქვს ამის საფუძველი – ორივეს აქვს ჩადენილი პოლიტიკური დანაშაული როგორც ერთმანეთის, ასევე ქართული საზოგადოების მიმართ.
ვინმეს გაქვთ ილუზია, რომ ისინი როდესმე აღიარებენ და მითუმეტეს მოინანიებენ?! ამიტომ არის ეს რიტორიკა დიდი ფარსი…”
წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე.