ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებს აფასებთ.
“წამოიდგინეთ უცებ, ქართული ოცნება გვერდზე რომ გაიწიოს, ვთქვათ, არ ვართ, ჰიპოთეტურად. ესენი რას უზამენ ქვეყანას, წარმოიდგინეთ”,– ამბობს ვოლსკი და ირწმუნება, რომ გირჩი პედოფილიას უჭერს მხარს, ხოლო ევროპული საქართველო მმართველობის დროს ჩვენების მისაღებად ადამიანებს აუპატიურებდა.
“ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და ფული პროსტიტუციით იშოვეთო, პირდაპირ გვეუბნება. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. არ მინდა ეს პათეტიკა. როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფმა ევროპული საქართველო დაირქვას, რომელთა მმართველობის მაღალ დონეზე ყოფნის პირობებში ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღო. ამას ევროპული სტანდარტი თუ ჰქვია, მაშინ შემისწორეთ. ეს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ”,– ამბობს ვოლსკი.
ოცნების დეპუტატის აზრით, ოპოზიციაში “პოლიტიკური ინდმეწარმეები არიან”.
“აიღეთ ნინო ბურჯანაძის პარტია, ან დანარჩენი 25 პარტია. ეს ხომ პარტია არ არის, ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები შეიკრიბნენ და უნდათ ისე გავაკეთოთ, როგორი სურვილიც აქვთ. ლელომ იმდენი მიიღო, რამდენიც ჰქონდა. ბანკირების ადგილი პოლიტიკაში არ არის, იმ ბანკირების, რომლებსაც ხალხთან აქვთ საქმე. ამბობენ, აი, ბიძინაც ხომ ბანკირია? ქართუ ბანკი იპოთეკურ სესხებს არ გასცემს. გადართულია დახმარებებზე და უშველებელი პროექტების კეთებაზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება”, – ამბობს გიორგი ვოლსკი პალიტრანიუსის ეთერში.