დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ესმის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს”, თუმცა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უპირველესია.
“თხოვნა და მოწოდება თითოეული ადამიანისადმი, ვინც დღეს ამ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართულია, ადამიანის უფლებებიდან უპირველესი არის სიცოხლისა და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ ყველამ გავუწიოთ ამას ანგარიში”, — განაცხადა გამყრელიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ შემთხვევების დიდი რაოდენობაზე ბინაზე უნდა იმართოს.
“შემთხვევების ზრდა იქნება, ამიტომ ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ დიდი რაოდენობა ინფიცირებული ადამიანების ძირითადად უნდა იმართონ ბინაზე, რადგან უმრავლესობის მდგომარეობა მაინც მსუბუქია. ასევე დიდი პროცენტი, 20-30% უსიმპტომო პირები არიან, ესენიც ბინაზე უნდა იმართონ, მაგრამ ვისაც სჭირდება ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება, მათთვის ქვეყანაში შესაბამისი პირობები არის და საწოლების რაოდენობა ყოველ დღიურად თავისუფლდება”,- თქვა ამირან გამყრელიძემ.