პოლიტიკური საფრთხობელაა და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდება – ოხანაშვილი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილიპოლიტიკური საფრთხობელაა და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდება,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის წევრების განცხადებას, რომლის მიხედვითაც“კარტოგრაფების საქმით” ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილი საფრთხობელად წარმოაჩინოს.

„ ეს არის საკითხი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, შესაბამისად, არ შეიძლება ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ვცადოთ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, ის რას გამოკვეთს, რამდენ პირს და ვისთან მივა საბოლოო გამოძიება, ამ ყველაფერს ჰყავდა ორგანიზატორი, დამგეგმავი და ა.შ. – ეს არის გამოძიების საგანი და უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რაც არ უნდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმალი იშიშვლოს და გადაეფაროს გარკვეულ პირებს, ყოველ შემთხვევაში, სცადოს გადაფარება. ესეც არა იმ ინტერესით, რომ მათზე ზრუნავენ, ეს ადამიანები რეალურად ვინმეზე კი არ ზრუნავენ, ამით საფუძვლიან ეჭვებს აჩენენენ ხალხში. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ თემის ასეთი პოლიტიზირებით და მთელი რიგი საკითხების გარისკვით, ეს ხალხი რაღაც დიდს მალავს და რაღაც დიდი პოლიტიკური მავნებლობა აქვს ჩადენილი. თუმცა, მოვლენებს ვერ გავუსწრებ, რადგან უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მათ უნდა გვითხრან, კონკრეტულად კონკრეტულ პირებთან მიმართებაში რა დასტურდება და სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ რაც არ უნდა სცადონ, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ ურთიერთობას, პარტნიორობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებენ,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება „კარტოგრაფების საქმეს“ წინასაარჩევნოდ იყენებს.“ ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ მიხეილ სააკაშვილს ბრალს წაუყენებენ. „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი ამოცანა იყო, ივანიშვილს მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა“, – აღნიშნა მან.