პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ნიკა მელიას მიერ გირაოს არგადახდას “პოლიტიკურ ხულიგნობად” აფასებს.
“ეს ახლა არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. სახელმწიფოს როლი, თუნდაც ამაში, საერთოდ არანაირია. ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. და აქაც, არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს. მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით, შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა. ეს ხომ მისი არჩევნის საკითხია. რა შუაშია აქ ან ქართული ოცნება ან პროკურატურა? ამას ხომ არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს? არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება, მისი გადაწყვეტილებაა.
ჩემთვის ეს უბრალოდ იაფფასიანი აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, მეტი არაფერი. არასერიოზულია ეს ყველაფერი”,– ამბობს გახარია.