პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და ნიკა მელიას საქმეების განახლებით ხელისუფლება “ვაჭრობს”. ხუხაშვილის აზრით, ეს ადამიანები ვაჭრობაში არ ჩაერთვებიან.
“ხელისუფლებას უნდა, რა თქმა უნდა, ამ თემების სავაჭროდ გამოყენება, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ კარგად ვერ ფლობენ რეალურ ვითარებას. მე არ მგონია, რომ ფიგურანტები ამ საქმეების ვინც არიან, ამ ტიპის ვაჭრობაში ჩაერთონ და კომპრომისებზე წავიდნენ. საქმეები არის იმ ტიპის, სადაც პოლიტიკურ დევნაზე აპელირება შესაძლებელია, ეს არ არის ცალსახადა საქმეები, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ დამნაშავეა და მორჩა”,– ამბობს ხუხაშვილი მთავარ არხთან საუბრისას.
ცნობისთვის, ევროპული საქართველოს ლდიერის, გიგი უგულავას პროცესი 10 დეკემბერს ჩანიშნა. 7 დეკემბერს ჩანიშნულია მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, ხოლო 15 დეკემბერს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 20 ივნისის საქმეზე. ასევე, 14 დეკემბერს – ირაკლი ოქრუაშვილი პროცესი.