„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ დებატებისთვის „ევროპული საქართველო“ მზადაა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
გუშინ ქართული ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია დებატებში გაიწვია.
„მიუხედავად იმისა, რომ კობახიძესთან, მდინარაძესთან, ნებისმიერ ამ პოლიტიკურ „კლოუნთან“ დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს, „ევროპული საქართველო“, ჩვენი გუნდი მთლიანად, ყოველთვის მზად ვართ. რაღაც გამოცდილება დებატების გვაქვს, პარლამენტში ყოფნისას, კარგი გაგებით ვამბობ. ყოველთვის მზად ვართ ამისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში, მარტო არ ვართ და ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან გვექნება კონსულტაცია როგორი იქნება პასუხი ამაზე. მათ ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. მაგრამ, გახსოვთ, ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ამ ხალხმა წინასაარჩევნო პერიოდში დებატებზე, მაშინ, როცა ნორმალურია ამომრჩეველმა გიყუროს, უარი თქვა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის ეთერში.