კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 21:24

ვითომ გულდაწყვეტილია რო არ ვმონაწილეობ თურმე მე ვაყენებ ამომრჩეველს შეურაცხყოფას – ელისაშვილი წულუკიანს პასუხობს

“პოლიტიკურ კულტურას ნუ გვასწავლის”- ასე პასუხობს “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი,  ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენლის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას. ელისაშვილის თქმით პოლიტიკურ კულტურაზე შენიშვნას არ მიიღებს, იმიტომ, რომ ქართული ოცნება უკვე წლებია, თავს არიდებს პოლიტიკურ დებატებს.ამის შესახებ ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“პოლიტიკური კულტურას ნუ გვასწავლის თეა წულუკიანი, იმიტომ, რომ ისინი უკვე წლებია თავს არიდებენ პოლიტიკურ დებატებს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიის წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით. რაც შეეხება საბურთალოს, ახლა რომ ვითომ გულდაწყვეტილია თეა წულუკიანი, რომ მე არ ვმონაწილეობ, თურმე მე ვაყენებ საბურთალოს ამომრჩეველს შეურაცხყოფას. შეურაცხყოფა იყო რა — 93 უბანი იყო, + 3 კორონა უბანი,ოქმების 54%-ში იყო დისბალანსი. ეს ნორმალურია?! უნდა ვთქვა, რომ უი, კი, არაუშავს, ნახევარზე მეტი ოქმები არეულ-დარეულია, მაინც წავალო? ჩემთვის მეორე ტური არის გაყალბების მეორე ტური”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტახნისწინ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ამბობს ალეკო ელისაშვილი მეორე ტურზე უარს მხოლოდ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ასე მოისურვა.