ევროპარლამენტარი დევიდ მაკკალისტერი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ერთი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა კვლავ ციხეშია.
,,მე ასევე მივესალმე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას 15 მაისს, რაც არის მნიშვნელოვანი ასპექტი 8 მარტს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესასრულებლად. კერძოდ, მე მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას, პოლიტპატიმრის, რომელიც 3-წელიწადნახევრის წინ თბილისში, ციხეში მე თვითონ ვნახე.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გათავისუფლდა, ერთი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის საქმეც ცნობილია, კვლავ ელოდება თავის გათავისუფლებას და მინდა, რომ ვკითხო ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR), დგას თუ არა ეს საკითხი ჩვენთვის და რას ვაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე”,- თქვა მაკალისტერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხის განხილვისას.