პოლიტპატიმარი ვიყავი, 25 კილო დავიკელი – გოგი წულაიამ ციხე დატოვა

გოგი წულაიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მისი თქმით, მიიჩნევს, რომ პოლიტმატიმარი იყო.

“მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის. ჩემთვის იყო ტრაგიკული, როცა პროკურატურამ რაღაც განცხადებები გააკეთა და კაციშვილს არ ვუხსენებივარ. ამას ყველაფერს გვერდზე გადავდებ, მთავარია, რომ დამთავრდეს ამ ქვეყანაში უსამართლო სასამართლო. მომენატრეთ, შვილებს ვფიცავარ. პოლიტიკაში დავრჩები, აბა რას ვიზამ, ვიქნები აქტიური. ყველა პატიმარს აქვს განცდა, რომ მასზე მეტმა მოსამართლემ და პროკურორმა გაასამართლა”,– თქვა გოგი წულაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ციხეში ყოფნისას 25 კილო დაიკლო.

“25 კილო დავიკელი. ამ წუთას ნორმალურად ვარ. პირველად 14 დღე ვიშიმშილე, მერე გავწყვიტე, მერე ვიშიმშილე 7 დღე. მერე წავიკითხე ნაპოლეონი, სადაც წერს, რომ ჩემი დაცემის დროს ბედისწერა მეუბნებოდა, მოკვდიო, მაგრამ ღირსება მეუბნებოდა – იცოცხლეო და გადავწყვიტე, მეცოცხლა”,– აღნიშნა წულაიამ.