“პოლიტპატიმრები სანამ არ გამოვლენ, მზად ვარ დღესვე შევბრუნდე უკან ” – აცხადებს ამის შესახებ, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი რომელიც ცოტა ხნის წინ სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
“პროკურატურის არგუმენტაცია იყო, რომ უცხოეთში მიიმალებაო და ახლა ამ ათ დღეში რა მოხდა, ახლა არ მივიმალები? უცხოეთში ხშირად დადიოდაო, რატომ დავდიოდი? საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი და დელეგაციებში დავდიოდი. არ ვიცი რა მოხდა. ფაქტია, რომ რაღაც მოხდა. ალბათ უცხოელებმა ქეჩოში მისცეს, ან რაღაც მსგავსი…
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის ძალიან დიდი შვება არ არის ახლა ამ თვე-ნახევრის მანძილზე გარეთ გამოსვლა. იმიტომ, რომ აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი იქ, ძალიან ბევრი წიგნიც მქონდა შეკვეთილი. პოლიტპატიმრები სანამ არ გამოვლენ, მზად ვარ დღესვე შევბრუნდე უკან, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა…[…] რაღაც რომ მოხდა ფაქტია, არანაირად არ ველოდი, რომ დღეს გამომიცხადებდნენ. ველოდებოდი, რომ წიგნებს მომიტანდნენ და ტელევიზორს, რომელიც ციხის მაღაზიას შევუკვეთე. ამის ნაცვლად გაიღო ის რაღაც რკინის ფანჯარა და მითხრეს, რომ გარეთ უნდა გამოვსულიყავი, უფრო სწორედ სადღაც უნდა წაგიყვანონო. მართლა გულით ვამბობ, რომ მეგონა სადღაც საწამებლად მივყავდი.” – ამბობს ელისაშვილი.